ნახშირწყლების პოლიმერები სამი ან მეტი მონომერული ერთეულით, რომელთა აბსორბცია და გადამუშავება ვერ ხდება ადამიანის წვრილ ნაწლავებში. ბოჭკოვანი ნივთიერებების (საკვები ბოჭკოების) კატეგორიებია: ჰ6.ა) საკვები ნახშირწყლების პოლიმერები, რომლებიც ბუნებრივადაა სურსათში; ჰ6.ბ) საკვები ნახშირწყლების პოლიმერები, რომლებიც მიიღება სასურსათო ნედლეულიდან ფიზიკური, ფერმენტული ან ქიმიური გზით და რომელთა სასარგებლო ფიზიოლოგიური ეფექტიანობა დადასტურებულია აღიარებული სამეცნიერო მტკიცებულებებით; ჰ6.გ) საკვები ნახშირწყლების პოლიმერები, სინთეზური გზით მიღებული, რომელთა სასარგებლო ფიზიოლოგიური ეფექტიანობა დადასტურებულია აღიარებული სამეცნიერო მტკიცებულებებით
ბოჭკოვანი ნივთიერება (საკვები ბოჭკოები)
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით