დამხმარე ტექნოლოგიური დანამატი

2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც უშუალოდ ცხოველის საკვებად არ მოიხმარება, მაგრამ გამიზნულია ცხოველის საკვების პროდუქტების გადამუშავების, ცხოველის საკვების მასალის გადამუშავებისას ან დამუშავებისას განსაზღვრული ტექნოლოგიური მიზნების მისაღწევად ან რომლის ნარჩენი (ნაშთი) რაოდენობა ან წარმოებულები შესაძლებელია საბოლოო პროდუქტში აღმოჩნდეს არაწინასწარგანსაზღვრული, მაგრამ ტექნიკურად გარდაუვალი რაოდენობით, იმ პირობით, რომ არ წარმოქმნის ცხოველის, ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოზე რისკს და მზა პროდუქტზე არ ახდენს არანაირ ტექნოლოგიურ ზეგავლენას

ცხოველის საკვების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც უშუალოდ არ მოიხმარება სურსათად, სპეციალურად გამოიყენება სურსათის ან მათი ინგრედიენტების გადამუშავების ან დამუშავებისას განსაზღვრული ტექნოლოგიური მიზნების მისაღწევად და რომლის ნარჩენი რაოდენობა ან წარმოებულები შესაძლებელია საბოლოო პროდუქტში აღმოჩნდეს არაწინასწარგანსაზღვრული, მაგრამ ტექნიკურად გარდაუვალი რაოდენობით, იმ პირობით, რომ არ წარმოქმნის ადამიანის ჯანმრთელობის რისკს და საბოლოო პროდუქტზე არ მოახდენს არანაირ ტექნოლოგიურ ზეგავლენას

ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →