ფრენის ხელსაწყოებზე დაყრდნობით წინასწარ განსაზღვრული მანევრების მიმდევრობა, სადაც უზრუნველყოფილია შესაბამისი დაბრკოლებებიდან დაცვა დასაფრენად შესვლის საწყისი წერტილიდან (IAF) ან სადაც შესაბამისია, განსაზღვრული მიფრენის მარშრუტის დასაწყისიდან იმ წერტილამდე, საიდანაც დაფრენა შეიძლება შესრულდეს და შემდგომ, თუ არ სრულდება დაფრენა, იმ წერტილამდე, სადაც მოცდის ზონის ან მარშრუტზე დაბრკოლებების გადაფრენის კრიტერიუმები ვრცელდება. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურები კლასიფიცირდება შემდეგი სახით: ლ.ა) დასაფრენად არაზუსტი შესვლის (NPA) პროცედურა – დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურა, რომელიც შემუშავებულია დასაფრენად არაზუსტი (2D) სახელსაწყო შესვლის „Type A“ ექსპლუატაციებისათვის; ლ.ბ) დასაფრენად შესვლის პროცედურა ვერტიკალური მიმართვით (APV) – მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობის (PBN) დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურა, რომელიც შემუშავებულია დასაფრენად ზუსტი (3D) სახელსაწყო შესვლის „Type A“ ექსპლუატაციებისათვის; ლ.გ) დასაფრენად ზუსტი შესვლის (PA) პროცედურა – დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურა, რომელიც ეფუძნება სანაოსნო სისტემებს და შემუშავებულია დასაფრენად ზუსტი (3D) სახელსაწყო შესვლის „Type A“ ან „Type B“ ექსპლუატაციებისათვის
საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნებისთვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ