ძირითადი წერტილი (Significant point)

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

გეოგრაფიული ადგილი, რომელიც გამოიყენება სმმ-ს მარშრუტის, საჰაერო ხომალდის ფრენის ტრაექტორიის განსასაზღვრავად და ნაოსნობისა და სმმ-ს სხვა მიზნებისათვის; შენიშვნა: არსებობს ძირითადი წერტილის სამი კატეგორია: სახმელეთო სააერნაოსნო საშუალება, გადაკვეთის წერტილი და მარშრუტის წერტილი. ამ განმარტების კონტექსტში, გადაკვეთა წარმოადგენს ძირითად წერტილს, რომელიც გამოისახება რადიალებით, პელენგით და/ან მანძილით სახმელეთო სააერნაოსნო საშუალებებამდე.

„საავიაციო რუკების შემუშავების წესის“ დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

ყველა ტერმინი →