ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირების შეთანხმებული (კოორდინირებული) მოქმედება, მათ შორის ისეთი სახის, რომელიც არ გამომდინარეობს ამ პირებს შორის სახელშეკრულებო ან სხვა ურთიერთობებიდან (აფილირებული პირები). ერთობლივ ქმედებად განიხილება იმგვარი გარემოებაც, როდესაც ბაზრის საცალო ან საბითუმო სეგმენტზე ჩამოყალიბებული მდგომარეობა, მისი სტრუქტურა ან ქსელებს შორის ინფრასტრუქტურული კავშირი ხელს უწყობს ავტორიზებულ პირებს ცალ-ცალკე და დამოუკიდებლად განახორციელონ კორელირებული მოქმედებები, რომლებიც ერთობლიობაში უზრუნველყოფენ ბაზრის ამ სეგმენტებზე მათ მიერ საბაზრო ძალაუფლების მოპოვებას ან შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბებას
ერთობლივი ქმედება
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით