საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, მიმდებარე ზონაში, ტერიტორიულ ზღვაზე, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ნავსადგურებსა და ტერმინალებში, მათ საჰაერო სივრცეში, კონტინენტურ შელფზე, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებები, რომელთა მიზანია საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული სიტუაციის შესახებ ერთიანი ოპერაციული სურათის შექმნა, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენცია, გამოვლენა და აღმოფხვრა, ასევე ძებნა-გადარჩენის ოპერაციების ხელშეწყობა, ზღვის გარემოს დაცვა, ბუნებრივ და სტიქიურ უბედურებასთან ბრძოლა და სხვა
ერთობლივი საზღვაო ოპერაციები
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით