მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ფელინოლოგიურ მომსახურებას; ჟ) ცხოველის უმტკივნეულო მოკვდინება (ევთანაზია) – უფლებამოსილი პირის (ექიმი-ვეტერინარის) მიერ ცხოველის სიცოცხლის შეწყვეტა, რაც თავისი შინაარსით გულისხმობს ცხოველების ჰუმანურად მოკვდინებას, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებსა და მეთოდებით; რ) ცხოველთა კლასიფიკაცია – ამ წესით დადგენილი ცხოველთა ჯგუფების სისტემა, მათი სტატუსის განსაზღვრის, მათზე ზედამხედველობისა და მოვლა-პატრონობის განხორციელების მიზნებისთვის; ს) ცხოველის რეგისტრაცია – უფლებამოსილი ორგანოს ან მისი თანხმობით შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულებების ან ცხოველთა თავშესაფრების, ცხოველის პატრონის ან მიმკედლებლის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე ამ წესით დადგენილი პირობებით.
ფელინოლოგიური დაწესებულება
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით