განსაკუთრებული რისკის მასალა

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

მასალა, რომელიც მიღებულია ისეთი მსხვილფეხა ან წვრილფეხა ცხოველისგან, რომელიც წარმოშობილია რეგიონში, სადაც დადგენილია ღრუბლისებრი ენცეფალოპათიის არსებობა ან იმ ტერიტორიიდან, რომელიც არ არის გამოკვლეული ღრუბლისებრი ენცეფალოპათიის არსებობაზე. მათ შორის: თ.ა) 12 თვეზე მეტი ასაკის მსხვილფეხა ცხოველისათვის - თავის ქალა ტვინით და თვალებით (ქვედა ყბის გარეშე), ზურგის ტვინი; თ.ბ) 30 თვეზე მეტი ასაკის მსხვილფეხა ცხოველისათვის - ხერხემლის სვეტი, გარდა კუდის მალებისა, კისრის, გულმკერდის, წელის მალები გრძივი და განივი მორჩებით, გულმკერდის შუასაყარი; თ.გ) ყველა ასაკის მსხვილფეხა ცხოველისათვის - ნუშურა ჯირკვლები, ნაწლავები თორმეტგოჯა ნაწლავიდან სწორ ნაწლავამდე, მეზენტერიუმი (წვრილი ნაწლავის ჯორჯალი); თ.დ) 12 თვეზე მეტი ასაკის ან იმ წვრილფეხა ცხოველისათვის, რომელსაც მუდმივი საჭრელი კბილი (ეშვი) ამოჭრილი აქვს - თავის ქალა ტვინით და თვალებით, ნუშურა ჯირკვლები, ზურგის ტვინი; თ.ე) ყველა ასაკის წვრილფეხა ცხოველისათვის - ელენთა და წვრილი ნაწლავის დაბოლოება. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით და „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ (შემდგომში - სპეციალური წესი) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილ

ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →