ღია საფონდო ინსტრუმენტი

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

ინვესტიცია ისეთი პირის ან ინსტრუმენტის მეშვეობით, რომელიც ორგანიზებულია და მოქმედებს, როგორც საინვესტიციო კომპანია სხვა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ან საინვესტიციო ფონდი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და უფლებამოსილია გამოუშვას საკუთარი წილობრივი მონაწილეობის (დანაწევრებული ან მთლიანი) შეუზღუდავი რაოდენობის ერთეული (პაი) ან აქცია, რომელიც წარმოადგენს წილობრივი მონაწილეობის პროპორციულ საკუთრებას ასეთ პირში ან ფონდში. ღია საფონდო ინსტრუმენტი მოიცავს მათ შორის ღია საპაიო ფონდებს, საინვესტიციო ფონდებს, ასევე უცხო ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საინვესტიციო ინსტრუმენტებს, რომლებიც ოპერირებენ აგრეგირების საფუძველზე

საქართველოს კანონის პროექტი - დაგროვებითი პენსიის შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →