კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმური მოლოდინი

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

პირის მოლოდინი, რომ მას მოეპყრობიან აღიარებული და დამკვიდრებული პრაქტიკის ან წესების შესაბამისად. კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმური მოლოდინი არ არის დამოკიდებული პიროვნების საზოგადოებრივ სტატუსზე. კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის მოლოდინი პიროვნებას შეიძლება აგრეთვე ჰქონდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე. საზოგადოებრივი ინტერესის სფეროში შემავალი პირები ინარჩუნებენ კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, თუმცა ზოგიერთმა კერძო ქმედებამ შესაძლოა წამოჭრას საკითხები, რომლებიც ლეგიტიმურ საზოგადოებრივ ინტერესს უკავშირდება

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დამტკიცების თაობაზე“ · მუხლი 5

ყველა ტერმინი →