ხილვადობა საავიაციო მიზნებისათვის არის შემდეგი სიდიდეებიდან უდიდესი: ჰ39.ა) ის უდიდესი მანძილი, რომელზეც შესაძლებელია ხმელეთის სიახლოვეს ნათელ ფონზე განთავსებული მისაღები სიდიდის შავი ობიექტის ამოცნობა; ჰ39.ბ) ის უდიდესი მანძილი, რომელზეც შესაძლებელია გაუნათებელ ფონზე განთავსებული 1000 კანდელი სინათლის ძალის მქონე ნათურის შემჩნევა და ამოცნობა; შენიშვნა: ეს ორი მანძილი განსხვავდება ჰაერის შთანთქმის კოეფიციენტის მიხედვით. ამასთან, „ჰ42.ა“ ხასიათდება ხილვადობის მეტეოროლოგიური ოპტიკური სიშორით (MOR), „ჰ42.ბ“ კი – ფონის განათებულობაზეა დამოკიდებული
„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების შესახებ