კომერციული ბანკი

6 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომ – ეროვნული ბანკი) მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ · მუხლი 1

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ · მუხლი 1

ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ · მუხლი 2

საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომერციული ბანკ(ებ)ი, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში, პროგრამის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გაფორმებულია სათანადო ხელშეკრულება

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ · მუხლი 1

საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომერციული ბანკები, რომლებთანაც სააგენტოს გაფორმებული აქვს სათანადო ხელშეკრულება

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ · მუხლი 13

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკი

ON MORTGAGE-BACKED BONDS · მუხლი 2

ყველა ტერმინი →