ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი – კოოპერატივის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული საწარმო, რომელიც მხოლოდ თავისი წევრებისაგან იღებს ანაბრებს, აძლევს მათ სესხს, ახორციელებს ამ კანონით ნებადართულ საბანკო საქმიანობას და რომლის უმთავრესი მიზანი არ არის მოგების მიღება;
ბ) ანაბარი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის წევრის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს საკრედიტო კავშირი და რომლებსაც, როგორც წესი, ერიცხება პროცენტი;
გ) პაი − არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის კაპიტალში საკრედიტო კავშირის წევრის ფულადი შენატანი, რომელიც აღნიშნულ წევრს საკრედიტო კავშირის მიმართ ამ კანონითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებებს ანიჭებს;
დ) საბანკო საქმიანობა – ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საქმიანობა;
ე) სესხი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის მიერ თავისი წევრისათვის დაბრუნებადობის, ფასიანობისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება;
ვ) ხელმძღვანელი ორგანო – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო, გამგეობა;
ზ) ინვესტიცია – შესაძლო მოგების მიღების მიზნით ჭარბი ლიკვიდური სახსრების დაბანდება მოკლევადიან მატერიალურ ან არამატერიალურ აქტივებში;
თ) ჭარბი ლიკვიდურობა – ფულადი სახსრები, რომლებიც რჩება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას – საკრედიტო კავშირს მეანაბრეების მიმართ არსებული, ასევე სხვა ფინანსური ვალდებულებების დროული დაფარვისა და სესხზე მისი წევრების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ;
ი) კომერციული ბანკი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას;
კ) ლიცენზია – საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის – საკრედიტო კავშირისათვის მინიჭებული უფლება, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობა შესაბამისი პირობების დაცვით;
ლ) სალიცენზიო მოწმობა – ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
მ) რეზერვები – ქონება, რომელიც იქმნება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის მიერ მიზნობრივი დანიშნულებით და არ წარმოადგენს მისი წევრების საერთო წილობრივ საკუთრებას;
ნ) მაკორექტირებელი ღონისძიებები – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის ან/და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები;
ო) ოჯახის წევრი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის წევრის მეუღლე, მშობლები, შვილები, ნაშვილები და მის კმაყოფაზე მყოფი პირი;
პ) ახლო ნათესავი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის წევრის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს სხვა ნათესავი, გერი, და, ძმა, აგრეთვე მშობლისა და შვილის გერები;
ჟ) საქმიანი პარტნიორი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასთან – საკრედიტო კავშირთან კომერციული ინტერესებით დაკავშირებული პირი;
რ) (ამოღებულია).
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4197 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №448 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №885 – ვებგვერდი, 04.08.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.08.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 02.08.2021 კანონი №885
- 10.03.2017 კანონი №448
- 03.09.2015 კანონი №4197
წინა რედაქცია (24.07.2002 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი – კოოპერატივის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული საწარმო, რომელიც მხოლოდ თავისი წევრებისაგან იღებს ანაბრებს, აძლევს მათ სესხს, ახორციელებს ამ კანონით ნებადართულ საბანკო საქმიანობას და რომლის უმთავრესი მიზანი არ არის მოგების მიღება; ბ) ანაბარი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის წევრის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს საკრედიტო კავშირი და რომლებსაც, როგორც წესი, ერიცხება პროცენტი; გ) პაი –− არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის საწესდებო კაპიტალში საკრედიტო კავშირის წევრის ფულადი შესნატანი, რომელიც მაღნისშნულ წევრს სანიჭკრებდიტო კავშირის მიმართ ამ კანონითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებებს საკრედნიტო კავშირიჭებს მიმართ; დ) საბანკო საქმიანობა – ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საქმიანობა; ე) სესხი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის მიერ თავისი წევრისათვის დაბრუნებადობის, ფასიანობისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება; ვ) ხელმძღვანელი ორგანო – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო, გამგეობა; ზ) ინვესტიცია – შესაძლო მოგების მიღების მიზნით ჭარბი ლიკვიდური სახსრების დაბანდება მოკლევადიან მატერიალურ ან არამატერიალურ აქტივებში; თ) ჭარბი ლიკვიდურობა – ფულადი სახსრები, რომლებიც რჩება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას – საკრედიტო კავშირს მეანაბრეების მიმართ არსებული, ასევე სხვა ფინანსური ვალდებულებების დროული დაფარვისა და სესხზე მისი წევრების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ; ი) კომერციული ბანკი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმხორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღთვრალისწინებულ საბანკო საქმიანობას; კ) ლიცენზია – საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის – საკრედიტო კავშირისათვის მინიჭებული უფლება, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობა შესაბამისი პირობების დაცვით; ლ) სალიცენზიო მოწმობა – ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; მ) რეზერვები – ქონება, რომელიც იქმნება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის მიერ მიზნობრივი დანიშნულებით და არ წარმოადგენს მისი წევრების საერთო წილობრივ საკუთრებას; ნ) მაკორექტირებელი ღონისძიებები – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის საქმიანობაის ზე ზედამხედველობისა და რეგულირების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის ან/და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები; ო) ოჯახის წევრი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის წევრის მეუღლე, მშობლები, შვილები, ნაშვილები და მის კმაყოფაზე მყოფი პირი; პ) ახლო ნათესავი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის წევრის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს სხვა ნათესავი, გერი, და, ძმა, აგრეთვე მშობლისა და შვილის გერები; ჟ) საქმიანი პარტნიორი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასთან – საკრედიტო კავშირთან კომერციული ინტერესებით დაკავშირებული პირი; რ) (ამოღებულია). საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163