1. გამგეობას ირჩევს საერთო კრება 2 წლის ვადით. გამგეობის წევრთა რაოდენობა კენტი უნდა იყოს – არანაკლებ 3 და არა უმეტეს 9 წევრისა. გამგეობას ხელმძღვანელობს და მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს მისივე შემადგენლობიდან დანიშნული აღმასრულებელი დირექტორი.

2. გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საკრედიტო კომიტეტის არჩევა;

ბ) საკრედიტო კავშირის პოლიტიკის განსაზღვრა;

გ) საკრედიტო კავშირში ახალი წევრის მიღება, წევრის უფლებამოსილების შეჩერება და გარიცხვა;

დ) აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლება;

ე) საკრედიტო კავშირის წევრთათვის გასაწევი მომსახურების, მათ შორის, ანაბრების მიღების პირობებისა და წესების განსაზღვრა;

ვ) დაუბრუნებელი სესხების ჩამოწერის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით დამტკიცება;

ზ) ამ კანონით გათვალისწინებული სარეზერვო სახსრების საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით გამოყენება;

თ) წლიური ანგარიშის შედგენა და მისი საერთო კრებისათვის განსახილველად წარდგენა;

ი) ინვესტიციების განხორციელების თაობაზე პროცედურების შემუშავება;

კ) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4197 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №448 - ვებგვერდი, 22.03.2017