რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „ჯიხას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 220354729) გადახდისუუნაროდ გამოცხადებისა და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულება №1422 |
|
2019 წლის 26 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. შეწყდეს რეგისტრირებული კოოპერატივის – საკრედიტო კავშირ „ჯიხას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 220354729) ლიკვიდაციის პროცესი და რეზიკო ცხადაია (პ/ნ: 19001025577) გათავისუფლდეს ლიკვიდატორის თანამდებობიდან.
2. რეგისტრირებული კოოპერატივი – საკრედიტო კავშირი „ჯიხა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 220354729; იურიდიული მისამართი: საქართველო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ინგირი) გამოცხადდეს გადახდისუუნაროდ და გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება.
3. რეგისტრირებულ კოოპერატივს – საკრედიტო კავშირ „ჯიხას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 220354729) ეკრძალება თავისი ქონების მართვა და განკარგვა.
4. რეგისტრირებული კოოპერატივის – საკრედიტო კავშირ „ჯიხას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 220354729) ლიკვიდატორად დაინიშნოს ნუგზარ მურუსიძე (პ/ნ: 60002004766), საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგისტრაციისა და ლიცენზირების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, დაკავებული თანამდებობისა და თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით.
5. რეგისტრირებული კოოპერატივის – საკრედიტო კავშირ „ჯიხას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 220354729) კრედიტორები ვალდებულნი არიან ამ განკარგულების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში წარუდგინონ ლიკვიდატორს თავიანთი მოთხოვნები შესაბამისი ვალუტით თანხისა და ვალის საფუძვლის ჩვენებით. აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში განაწილება მოხდება მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად.
6. ყველა იმ პირმა, რომელიც ფლობს რეგისტრირებული კოოპერატივის – საკრედიტო კავშირ „ჯიხას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 220354729) ქონებას მიკუთვნებულ რაიმე ნივთს ან ვალდებულია მის მიმართ რაიმეს შესრულებისათვის, უნდა უზრუნველყოს ამ ნივთის დაბრუნება ან ვალდებულების შესრულება.
7. რეგისტრირებული კოოპერატივი – საკრედიტო კავშირი „ჯიხა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 220354729) გამოცხადდეს გადახდისუუნაროდ და გაკოტრების საქმის წარმოება გაიხსნას ამ განკარგულების ამოქმედებისთანავე.
8. დაევალოს ლიკვიდატორს რეგისტრირებული კოოპერატივის – საკრედიტო კავშირ „ჯიხას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 220354729) კრედიტორთა საერთო კრება მოიწვიოს 2019 წლის 10 ოქტომბერს.
9. ეს განკარგულება 10 სამუშაო დღეში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და და გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
10. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
11. ეს განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პაპუნა ლეჟავა