რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი მეორე სვირი“-ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1058
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №1058

2019 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი მეორე სვირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების-საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:

1. დასრულებულად ჩაითვალოს რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი მეორე სვირის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 230050020) ლიკვიდაციის პროცესი;

2. რეგისტრირებული კოოპერატივი „საკრედიტო კავშირი  მეორე სვირი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 230050020) ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის უწყებრივი რეესტრიდან;

3. ეს განკარგულება, 10 დღის ვადაში, შესაბამისი რეაგირებისათვის წარედგინოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს;

4. ეს განკარგულება, 10 დღის ვადაში, გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე;

5. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6 ), მხარისათვის  მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6.   განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

                                                                                                                                    პაპუნა ლეჟავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი მეორე სვირი“-ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი მეორე სვირი“-ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.07.2019.
როდის იქნა მიღებული „რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი მეორე სვირი“-ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“?
„რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი მეორე სვირი“-ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“ მიღებულია 02.07.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №1058.
სად არის „რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი მეორე სვირი“-ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.07.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი მეორე სვირი“-ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“, №1058, 02.07.2019 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4605139/