რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის ,,საწმისის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 200169236) გადახდისუუნაროდ გამოცხადებისა და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულება №126 |
|
2022 წლის 23 მაისი ქ. თბილისი |
1. რეგისტრირებული კოოპერატივი საკრედიტო კავშირი ,,საწმისი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 200169236, იურიდიული მისამართი: თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, მუხიანი, IVბ მ/რ, კორ. №31, ბ. 65) გამოცხადდეს გადახდისუუნაროდ და გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება ამ განკარგულების ამოქმედებისთანავე.
2. რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირი ,,საწმისს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 200169236) ეკრძალება თავისი ქონების მართვა და განკარგვა.
3. რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირი ,,საწმისის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 200169236) კრედიტორები ვალდებულნი არიან ამ განკარგულების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში წარუდგინონ ლიკვიდატორს თავიანთი მოთხოვნები შესაბამისი ვალუტით თანხისა და ვალის საფუძვლის ჩვენებით. აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში განაწილება მოხდება მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად.
4. ყველა იმ პირმა, რომელიც ფლობს რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირი ,,საწმისის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 200169236) ქონების მიკუთვნებულ რაიმე ნივთს ან ვალდებულია მის მიმართ რაიმეს შესრულებისათვის, უნდა უზრუნველყოს ამ ნივთის დაბრუნება ან ვალდებულების შესრულება უშუალოდ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის.
5. რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირი ,,საწმისის“ ლიკვიდატორად დანიშნულია ნუგზარი მურუსიძე (პირადი ნომერი: 60002004766).
6. დაევალოს ლიკვიდატორს ნუგზარი მურუსიძეს (პირადი ნომერი: 60002004766) რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირი ,,საწმისის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 200169236) კრედიტორთა პირველი საერთო კრება მოიწვიოს 2022 წლის 5 ივლისს;
7. ეს განკარგულება, ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღეში, გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე;
8. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, #64) მხარისათვის მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
9. ეს განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.