1. საკრედიტო კავშირის საქმიანობის პრინციპებია:

ა) წევრობის ნებაყოფლობითობა;

ბ) ერთი და იმავე თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ფიზიკურ პირთა საერთო ნიშნით გაერთიანება. ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრების შეცვლის შემთხვევაში საკითხი რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით;

გ) წევრთა უშუალო მონაწილეობა საკრედიტო კავშირის მართვაში.

11. საკრედიტო კავშირის წევრთა რაოდენობა 200-ს არ უნდა აღემატებოდეს.

2. საკრედიტო კავშირი უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი საბანკო საქმიანობა:

ა) მიიღოს ანაბრები მხოლოდ თავისი წევრებისაგან;

ბ) გასცეს სესხები მხოლოდ თავის წევრებზე;

გ) განახორციელოს ინვესტიციები ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად;

დ) გასწიოს ზემოაღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება, სასესხო ვალდებულებების აღების ჩათვლით.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1896 - ვებგვერდი, 11.01.2018