1. საკრედიტო კავშირის მიერ მოზიდული ანაბრები არის საკრედიტო კავშირის სახსრების ფორმირების ძირითადი წყარო. იგი ანაბრებს იღებს მხოლოდ თავისი წევრებისაგან. ანაბარი შეიძლება იყოს მოთხოვნამდე ან ვადიანი, რომელზედაც შეიძლება გაიცეს შემნახველი წიგნაკი. შემნახველი წიგნაკის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
2. საკრედიტო კავშირმა უნდა უზრუნველყოს აქტივებისა და ვალდებულებების იმგვარად მართვა, რომ ანაბარზე დადგენილი საპროცენტო განაკვეთი არ აღემატებოდეს გაცემულ სესხზე საპროცენტო განაკვეთს.
3. საკრედიტო კავშირმა სესხის მიმღებისაგან შეიძლება მოითხოვოს ანაბრის დაგირავება ან მისი ბლოკირება გაცემული სესხის უზრუნველყოფის მიზნით.
4. საკრედიტო კავშირმა ნებისმიერ დროს შეიძლება განახორციელოს სესხის მიმღების მიმართ მისი ანაბრისა და ვადაგადაცილებული სესხის ურთიერთგაქვითვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისა