1. საკრედიტო კავშირი სესხს გასცემს მხოლოდ თავის წევრებზე, ამ კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საკრედიტო კომიტეტის მიერ პერიოდულად განსაზღვრული ვადებითა და პირობებით.
2. საკრედიტო კავშირის მიერ გაცემული სესხი შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი ან არაუზრუნველყოფილი. უზრუნველყოფის საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წევრის პაი, ანაბარი, უძრავი ან მოძრავი ქონება ან სხვა გადახდისუნარიანი პირის თავდებობა ან/და საბანკო გარანტია. გამგეობის, სამეთვალყურეო საბჭოსა და საკრედიტო კომიტეტის წევრს არა აქვს უფლება, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაუდგეს თავდებად ან გასცეს გარანტია საკრედიტო კავშირის მიერ გაცემულ რომელიმე სესხზე.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4197 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №448 - ვებგვერდი, 22.03.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.03.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 10.03.2017 კანონი №448
- 03.09.2015 კანონი №4197
წინა რედაქცია (24.07.2002 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. სესხის გაცემის პირობები და მიზანი 1. საკრედიტო კავშირი სესხს გასცემს სესხს მხოლოდ თავის წევრებზე, ამ კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საკრედიტო კომიტეტის მიერ პერიოდულად განსაზღვრული ვადებითა და პირობებით. 2. საკრედიტო კავშირის მიერ გაცემული სესხი შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი ან არაუზრუნველყოფილი. უზრუნველყოფის საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წევრის პაი, ანაბარი, უძრავი ან მოძრავი ქონება ან სხვა გადახდისუნარიანი პირის თავდებობა ან/და საბანკო გარანტია. გამგეობის, სამეთვალყურეო საბჭოსა და საკრედიტო კომიტეტის წევრს არა აქვს უფლება, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაუდგეს თავდებად ან გასცეს გარანტია საკრედიტო კავშირის მიერ გაცემულ რომელიმე სესხზე. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163