1. საკრედიტო კავშირის კაპიტალი შედგება განთავსებული კაპიტალისგან, დამატებითი ფულადი შენატანებისგან, ფულადი შემოწირულებებისგან, ამ კანონით გათვალისწინებული საერთო რეზერვისგან, გასული წლის გაუნაწილებელი მოგებისა და სამეურნეო წლის მოგებისგან.
2. განთავსებული კაპიტალი იქმნება საკრედიტო კავშირის წევრების მიერ პაის შეტანით. პაის მინიმალური ოდენობა და შეტანის წესი განისაზღვრება ამ კანონით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და წესდებით.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი საკრედიტო კავშირს პერიოდულად უდგენს განთავსებული კაპიტალის მინიმალურ ოდენობას ფულადი სახით. საკრედიტო კავშირის განთავსებული კაპიტალი შეიძლება შემცირდეს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობით, მაგრამ არანაკლებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი განთავსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობისა.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4197 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №448 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №885 – ვებგვერდი, 04.08.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.08.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 02.08.2021 კანონი №885
- 10.03.2017 კანონი №448
- 03.09.2015 კანონი №4197
წინა რედაქცია (24.07.2002 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. საკრედიტო კავშირის კაპიტალი 1. საკრედიტო კავშირის კაპიტალი შედგება სგაწენთავსდებოული კაპიტალისგან, დამატებითი ფულადი შესნატანებისგან, ფულადი შემოწირულოებებისგან, ამ კანონით გათვალისწინებული საერთო რეზერვის დგან, გასული წლის გაუნაწილებელი მოგებისა და სამეურნეო წლის მოგებისაგან. 2. სგაწენთავსდებოული კაპიტალი იქმნება საკრედიტო კავშირის წევრების მიერ პაის შეტანით. პაის მინიმალური ოდენობა, დასევე მისი შეტანის წესი განისაზღვრება ამ კანონით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და წესდებით. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი საკრედიტო კავშირებს პერიოდულად უდგაენუს გაზღვრნთავს საწესდებოული კაპიტალის მინიმალურ ოდენობას ფულადი სახით. საკრედიტო კავშირის სგაწენთავსდებოული კაპიტალი შეიძლება შემცირდეს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობით, მაგრამ არანაკლებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი განთავსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობისაწე. სდაქართვებლოს 2008 წლის 14 მარტის კაპნონიტ №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32 საქართველოს 2009 წლის ოდ24 სენოქტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163