1. ლიცენზირების შესახებ განცხადების მიღების დღიდან 1 თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის შესახებ ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და მას გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით აცნობებს საკრედიტო კავშირს.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი ლიცენზიას სალიცენზიო მოწმობის სახით აძლევს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ საკრედიტო კავშირს, რომელსაც აქვს განაღდებული კაპიტალი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნის ოდენობით და რომლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციაც აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს.
3. ლიცენზია არ გაიცემა, თუ საკრედიტო კავშირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.
4. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია.
5. საქართველოს ეროვნული ბანკი აწარმოებს გაცემული ლიცენზიების უწყებრივ რეესტრს. იგი ვალდებულია ლიცენზიის გაცემის, ლიცენზიის გაუქმების, აგრეთვე ლიცენზიის ასლის გაცემის შესახებ მონაცემები შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში შეიტანოს რეესტრში.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4197 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №448 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №885 – ვებგვერდი, 04.08.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.08.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 02.08.2021 კანონი №885
- 10.03.2017 კანონი №448
- 03.09.2015 კანონი №4197
წინა რედაქცია (24.07.2002 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 24. გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ 1. ლიცენზირების შესახებ განცხადების მიღების დღიდან 1 თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის შესახებ ან ლიცენზიის გაცემასზე უარის თქმის შესახებ, რი და მას თგაობდაზწყვეცტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით აცნობებს საკრედიტო კავშირს. 2. საქართველოს ეროვნული ბანკი ლიცენზიას სალიცენზიო მოწმობის სახით აძლევს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ საკრედიტო კავშირს, რომელსაც აქვს განაღდებული საწესდებო კაპიტალი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნის ოდენობით და რომლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციაც აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს. 3. ლიცენზია არ გაიცემა, თუ საკრედიტო კავშირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს. 4. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. მლისცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია. 5. საქართველოს ეროვნული ბანკი აწარმოებს გაცემული ლიცენზიების უწყებრივ რეესტრს და. იგი ვალდებულია მონაცემები ლიცენზიის გაცემისა და, ლიცენზიის გაუქმების, აგრეთვე ლიცენზიის ასლის გაცემის შესახებ მონაცემები შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში შეიტანოს რეესტრში. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163