ლიცენზიას აუქმებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი, თუ:
ა) საკრედიტო კავშირმა დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს ეროვნული ბანკი დაეთანხმა მიმართვას;
ბ) საკრედიტო კავშირმა ლიცენზიის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში არ დაიწყო ამ კანონით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობა;
გ) დადგინდა, რომ ლიცენზია გაცემულია ყალბი მონაცემების ან უზუსტობების შემცველი დოკუმენტაციის საფუძველზე;
დ) დადგინდა საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობა;
ე) ხდება საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია;
ვ) საკრედიტო კავშირმა შეიცვალა საქმიანობის საგანი;
ზ) საკრედიტო კავშირს აღარ აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული განთავსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა;
თ) საკრედიტო კავშირი ამოღებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ი) სისტემატურად ირღვევა ამ კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების მოთხოვნები.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1967 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.256
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4197 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №448 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №885 – ვებგვერდი, 04.08.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.08.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 02.08.2021 კანონი №885
- 10.03.2017 კანონი №448
- 03.09.2015 კანონი №4197
წინა რედაქცია (24.07.2002 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 25. ლიცენზიის გაუქმება ლიცენზიას აუქმებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი იმ შემთხვევაში, თუ: ა) საკრედიტო კავშირმა დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს და ამას დაეთქანხმა რთველოს ეროვნული ბანკი დაეთანხმა მიმართვას; ბ) საკრედიტო კავშირმა ლიცენზიის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში არ დაიწყო ამ კანონით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობა; გ) დადგინდება, რომ ლიცენზია გაცემულია ყალბი მონაცემების ან უზუსტობების შემცველი საბდოკუთმებნტაციის საფუძველზე; დ) დადგინდება საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობა; ე) ხდება საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია; ვ) საკრედიტო კავშირმა შეიცვალა საქმიანობის საგანი; ზ) საკრედიტო კავშირს აღარ აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული სგაწენთავსდებოული კაპიტალის მინიმალური ოდენობა; თ) საკრედიტო კავშირი ამოღებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ი) სისტემატურად ირღვევა ამ კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების მოთხოვნები. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1967 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.256