თავი X — საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო კავშირების საქმიანობის ზედამხედველობა
1. თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო კავშირის საქმიანობის ზედამხედველობის შედეგად დადგინდა, რომ საფრთხე ემუქრება საკრედიტო კავშირის წევრთა ანაბრებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით დანიშნოს დროებითი ადმინისტრაცია.
2. დროებით ადმინისტრაციაზე, ისევე, როგორც ლიკვიდატორზე, გადადის საკრედიტო კავშირის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება.
3. საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები უნდა დაიფაროს შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკი და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც საკრედიტო კავშირს წარმოეშვა ვალდებულებები ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;
ბ) მეანაბრეები;
გ) საკრედიტო კავშირის მიმართ სხვა მოთხოვნები.
4. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დაფარვისათვის, ყველა მოთხოვნა თანაბარი პროპორციით უნდა დაიფაროს.
5. დროებითი ადმინისტრაციისა და ლიკვიდაციის რეჟიმებისა და მართვის წესს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4197 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №448 - ვებგვერდი, 22.03.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.03.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 10.03.2017 კანონი №448
- 03.09.2015 კანონი №4197
წინა რედაქცია (24.07.2002 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 29. დროებითი ადმინისტრაცია და საკრედიტო კავშირის ლიკვიდაცია 1. თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო კავშირის საქმიანობაის ზე ზედამხედველობის განხორციელების შედეგად დადგინდა, რომ საფრთხე ემუქრება საკრედიტო კავშირის წევრების თა ანაბრებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით დანიშნოს დროებითი ადმინისტრაცია. 2. დროებით ადმინისტრაციაზე, ისევე, როგორც ლიკვიდატორზე, გადადის საკრედიტო კავშირის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება. 3. საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები უნდა დაიფაროს შემდეგი თანამიმდევრობით: ა) საქართველოს ეროვნული ბანკი და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართ ვალდებულებებიც საკრედიტო კავშირს წარმოეშვა ვალდებულებები ლიცენზიის გაუქმების შემდეგ; ბ) მეანაბრეები; გ) სხვა მოთხოვნები საკრედიტო კავშირის მიმართ სხვა მოთხოვნები. 4. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დაფარვისათვის, მაშინ ყველა მოთხოვნა უნდა დაიფაროს თანაბარი პროპორციით უნდა დაიფაროს. 5. დროებითი ადმინისტრაციისა და ლიკვიდაციის რეჟიმებისა და მართვის წესს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163