კონტეინერი

2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

სატრანსპორტო მოწყობილობის საგანი (ასაწევი ნაკეთობა ან სხვა მსგავსი კონსტრუქცია): წ.ა) რომელსაც გააჩნია მდგრადი კონსტრუქცია და შესაბამისად საკმაოდ მძლავრია იმისათვის, რომ უზრუნველყოს მისი მრავალჯერადი გამოყენება; წ.ბ) სპეციალურად არის კონსტრუირებული იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ტვირთების გადაზიდვას ერთი ან რამდენიმე სახეობის სატრანსპორტო საშუალებით, ტვირთის დაზიანების გარეშე; წ.გ) აღჭურვილია იმ დანადგარებით, რომლებიც იძლევა მისი დაწყობისა და დამუშავების შესაძლებლობას განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მის გადატვირთვას ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე; წ.დ) დაპროექტებულია იმ სახით, რომ შესაძლებელი იყოს მისი ადვილად შევსება და დაცლა; წ.ე) გააჩნია არანაკლებ 1 მ3 შიდა მოცულობა, გარდა იმ კონტეინერებისა, რომლებიც გათვალისწინებულია რადიოაქტიური მასალების გადასაზიდად.

სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 3

მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო მოწყობილობა, რომლის კონსტრუქცია უზრუნველყოფს გადასაზიდი ტვირთის დაცვას ერთი ან სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებაში და აღჭურვილია სამარჯვებით დატვირთვის, გადმოტვირთვისა და გადატვირთვის დასაჩქარებლად

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი · მუხლი 2

ყველა ტერმინი →