საწყისი ნიმუშიდან საშუალო ნიმუშის შედგენის წესი. მასალა იყრება სწორ, სუფთა და მშრალ ზედაპირზე პირამიდის მისაღებად, რომლის ფუძეც კვადრატს წარმოადგენს. ფხვიერ მცენარეულ მასალას ამოვურევთ ორი მოკლე, ირიბგვერდიანი დაფის დახმარებით ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებიდან ცენტრისაკენ მოძრაობით მანამ, სანამ ნაყარი არ მიიღებს მოგრძო ბორცვის ფორმას. შემდეგ იმავე დაფის დახმარებით ნაყარის ორივე მიმართულებიდან მასალას გადავყრით ცენტრისაკენ. მიღებული პირამიდის ფორმის ნაყარის თხელ ფენას გავაბრტყელებთ კვადრატის მისაღებად. მიღებულ ფენას ვყოფთ ორი დიაგონალის საშუალებით 4 სამკუთხედად, რომელთაგანაც ორ მოპირდაპირე სამკუთხედში განლაგებულ მასალას მოვაშორებთ, ხოლო ორი დარჩენილიდან ისევ გავაკეთებთ კვადრატის ფორმის ნაყარს და კვლავ გავყოფთ ოთხ სამკუთხედად. ამ პროცედურას ვიმეორებთ საშუალო ან საჭირო სიდიდის ლაბორატორიული სინჯის მიღებამდე
კვარტირების მეთოდი
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით