სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ მიმართული, ერთი ან რამდენიმე პირის მიერ ჩადენილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება ან ქმედების მცდელობა, მათ შორის: ჭ.ა) საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება; ჭ.ბ) საჰაერო ხომალდის განადგურება; ჭ.გ) ადამინ(ებ)ის მძევლად აყვანა საჰაერო ხომალდზე ან აეროდრომის ტერიტორიაზე; ჭ.დ) საჰაერო ხომალდზე, ეროდრომის ტერიტორიაზე ან სააერნაოსნო მომსახურების ობიექტებზე ძალისმიერი შეღწევა; ჭ.ე) მართლსაწინაღმდეგო ქმედების განხორციელების მიზნით, საჰაერო ხომალდზე ან აეროდრომის ტერიტორიაზე იარაღის ან საშიში მოწყობილობის შეტანა; ჭ.ვ) საჰაერო ხომალდის სიცოცხლის მოსპობის, სხეულის მძიმე დაზიანების, ქონების ან გარემოს დაზიანების/განადგურების მიზნით გამოყენება; ჭ.ზ) განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება ჰაერში ან ხმელეთზე მყოფი საჰაერო ხომალდის, აეროდრომის ტერიტორიაზე/სამოქალაქო ავიაციის მომსახურე ობიექტებზე მყოფი ეკიპაჟის წევრების, მგზავრების, მიწისზედა მომსახურების პერსონალის, მოსახლეობის უსაფრთხოების ხელყოფის მიზნით
მართლსაწინააღმდეგო ქმედება
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით