მართლსაწინააღმდეგო ქმედობა

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

საქართველოს საჰაერო კოდექსის 96-ე მუხლით გათვალისწინებული, ან/და ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე მოქმედობა ან მოქმედობის ჩადენის მცდელობა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციას: გ.ა) საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება ჰაერში; გ.ბ) საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება ხმელეთზე; გ.გ) მძევლების აყვანა საჰაერო ხომალდზე ან აეროპორტში; გ.დ) ძალისმიერი შეღწევა საჰაერო ხომალდის ბორტზე, აეროპორტში ან აერონავიგაციური საშუალებების ან სამსახურის ტერიტორიაზე; გ.ე) საჰაერო ხომალდის ბორტზე ან აეროპორტში იარაღის, სახიფათო ნივთიერებების ან/და მოწყობილობის განთავსება დანაშაულის ჩადენის მიზნით; გ.ვ) ცრუ ინფორმაციის შეტყობინება, რომელიც საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდს ჰაერში ან ხმელეთზე, მგზავრებს, ეკიპაჟის წევრებს, აეროპორტში ან სამოქალაქო ავიაციის სხვა სამსახურებში მყოფ პერსონალს და საზოგადოებას

,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →