მართვის სისტემა

2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

ორგანიზაციის ურთიერთდამოკიდებული ან ურთიერთდაკავშირებული ელემენტების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება პოლიტიკების, მიზნების და ამ მიზნების მიღწევს პროცესების დასანერგად; შენიშვნა 1: მართვის სისტემა შესაძლოა მიემართებოდეს ერთ ან რამდენიმე დისციპლინას; შენიშვნა 2: სისტემის ელემენტები მოიცავს ორგანიზაციის სტრუქტურას, როლებს და პასუხისმგებლობას, დაგეგმვას და ოპერირებას; შენიშვნა 3: მართვის სისტემის ფარგლები შესაძლოა მოიცავდეს მთლიან ორგანიზაციას, მის განსაზღვრულ ფუნქციებს ან სექციებს, ასევე ერთ ან რამდენიმე ფუნქციას ორგანიზაციების ჯგუფში

პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის დადგენის შესახებ · მუხლი 2

ფრენის უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების და ხარისხის მართვისადმი მოთხოვნების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს სავალდებულო ორგანიზაციულ სტრუქტურას, ფრენის უსაფრთხოებზე, საავიაციო უშიშროებაზე და ხარისხზე პასუხისმგებელ პირთა იერარქიას, სახელმძღვანელო პრინციპებსა და პროცედურებს

სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

ყველა ტერმინი →