ავთენტიფიკაცია, რომელიც დამყარებულია ორი ან მეტი შემდეგი სხვადასხვა კატეგორიის ელემენტების გამოყენებაზე: ცოდნა (ის, რაც მხოლოდ მომხმარებელმა იცის), ფლობა (ის, რასაც მხოლოდ მომხმარებელი ფლობს) და უნიკალურობა (ის, რაც თვით მომხმარებელია), რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებელია იმგვარად, რომ ერთი კატეგორიის ელემენტის ნებისმიერი გზით გამჟღავნება არ გამოიწვევს დანარჩენი კატეგორიების ელემენტის/ელემენტების საიმედოობის კომპრომეტირებას. ავთენტიფიკაციის პროცედურა შემუშავებული და დანერგილი უნდა იყოს იმგვარად, რომ მისი განხორციელებისას დაცული იქნეს ავთენტიფიკაციის მონაცემების კონფიდენციალობა
მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ