მოთხოვნის მხარის ჩანაცვლების დანახარჯი

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

დამატებითი ერთჯერადი ან განმეორებადი დანახარჯი, რომელიც უნდა გასწიოს მომხმარებელმა ერთი მომსახურების სახის ურთიერთშენაცვლებადი მომსახურებით ჩანაცვლებისას. ენდოგენური ჩანაცვლების დანახარჯები დაკავშირებულია მომსახურების მიღებისას მომხმარებლის მხრიდან დამატებითი ხარჯების გაწევასთან, როგორიცაა, მაგალითად, საცნობარო მომსახურების მიღებისათვის ან ანგარიშსწორებისათვის სერვისცენტრში მისვლის (სატრანსპორტო) დანახარჯები. ეგზოგენული ჩანაცვლების დანახარჯები დაკავშირებულია მომსახურების ჩანაცვლებისას ავტორიზებული პირის (ან პირების) მიერ მომხმარებლისათვის დამატებითი დანახარჯის დაკისრებასთან, მაგალითად ავტორიზებულ პირებს შორის გაფორმებული დაშვების ხელშეკრულების პირობების შესაძლო ცვლილებისას დამატებითი ხარჯის გაწევის მოთხოვნასთან

მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ყველა ტერმინი →