ნებისმიერი სიდიდე ან სიდიდეთა ერთობლიობა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს სხვა სიდიდეების გამოთვლის ან ათვლის საფუძველს; ჰ55) სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურა (IAP) – წინასწარ განსაზღვრული მანევრების სერია, შესრულებული ხელსაწყოების საშუალებით, დაბრკოლებებთან შეჯახების ასაცილებლად დაწესებული მოთხოვნების დაცვით, დასაფრენად შესვლის საწყისი ეტაპის საკონტროლო წერტილიდან ან, შესაბამის შემთხვევებში, მოფრენის დადგენილი მარშრუტის დასაწყისიდან იმ წერტილამდე, საიდანაც შეიძლება შესრულდეს დაფრენა, ხოლო თუ არ განხორციელდა დაფრენა, მაშინ იმ წერტილამდე, საიდანაც გამოიყენება მოცდის არეში ან მარშრუტზე დაბრკოლებათა გადაფრენის კრიტერიუმები. ჰ56) სახიფათო მონაკვეთი – მონაკვეთი, აეროდრომის სამუშაო ფართობზე, სადაც არსებობს შეჯახების ან/და ადზ-ზე არასანქცირებული შესვლის პოტენციური საფრთხე და სადაც საჭიროა პილოტის/მძღოლის მომატებული ყურადღება
მოცემული სიდიდე (Datum)
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით