მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი”, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ, მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებას და რომელიც საქმიანობას ახორციელებს მისი დებულებისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) საარბიტრაჟო სასამართლო/არბიტრაჟი – არბიტრაჟის დებულებით განსაზღვრული წესით შექმნილი ერთი ან რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი ორგანო, რომელიც განიხილავს მხარეთა შორის წამოჭრილ კერძო ხასიათის ქონებრივ დავებს; გ) საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე – დავის ერთი არბიტრის მეშვეობით განხილვის შემთხვევაში – დავის ერთპიროვნულად განმხილველი არბიტრი, ხოლო რამდენიმე არბიტრის მეშვეობით განხილვის შემთხვევაში – არბიტრი, რომელსაც არბიტრაჟის მიერ დაეკისრა საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის ფუნქცია, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა პროცედურა არ იქნა დადგენილი

შპს "მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი"-ს დებულება · მუხლი 1

ყველა ტერმინი →