სპეციალისტების გუნდი, რომლის მიზანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვის საჭიროებების შეფასება და ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება, ბავშვის საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის მიზნით. მულტიდისციპლინური გუნდის უცვლელი წევრები არიან ბავშვის მშობელი და აღმზრდელ-პედაგოგი. დანარჩენი შემადგენლობა განისაზღვრება საჭიროებებიდან გამომდინარე – ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი, მეთოდისტი, აღმზრდელი და სხვა. მულტიდისციპლინური გუნდი შესაძლოა შეიქმნას როგორც დაწესებულების ფარგლებში, ასევე მუნიციპალიტეტის დონეზე
მულტიდისციპლინური გუნდი
2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში
სხვადასხვა სპეციალისტთა გუნდი, რომელიც პროგრამის ფარგლებში განახორციელებს მოსარგებლეებისათვის ინდივიდუალური მართვის გეგმის შედგენასა და გეგმის განხორციელებას, პროგრამით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველყოფას