1. წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართელოს კანონში.

2.   ამ დოკუმენტის მიზნებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტემინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აღსაზრდელი – ბავშვი, რომელიც შესაბამის დაწესებულებაში სარგებლობს ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამით;

ბ) პერსონალი – დაწესებულების ადამიანური რესურსი, ყველა ის პირი, რომელიც დაწესებულებისთვის ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე;

გ)  ბავშვის საუკეთესო ინტერესი -ბავშვის ყოველმხრივი განვითარების ინტერესი  ბავშვის აზრის გათვალისწინებით.

დ) საგანმანათლებლო პროგრამა – სასწავლო პროცესის, გარემოს, ჩართული მხარეების და მათ შორის ურთიერთკავშირის ერთობლიობა;

ე) ადმინისტრაციული მიმართულების პერსონალი – პერსონალი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მმართველობით და საზედამხედველო ფუნქციებს ასრულებს;

ვ) სტრატეგიული მართვა – დაწესებულების წინაშე არსებული გამოწვევებისა და მიზნების შესაბამისად სტრატეგიული გეგმის შედგენა და ამის საფუძველზე დაწესებულების ორგანიზაციული მართვა;

ზ) ადამიანური რესურსის მართვა – დაწესებულების ადამიანური რესურსის საჭიროებების განსაზღვრა, საჭირო ცვლილებების დაგეგმვა და განხორციელება;

თ) ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამაში ბავშვთა ჩართვას, მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;

ი) მულტიდისციპლინური გუნდი – სპეციალისტების გუნდი, რომლის მიზანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვის საჭიროებების შეფასება და ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება, ბავშვის საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის მიზნით. მულტიდისციპლინური გუნდის უცვლელი წევრები არიან ბავშვის მშობელი და აღმზრდელ-პედაგოგი. დანარჩენი შემადგენლობა განისაზღვრება საჭიროებებიდან გამომდინარე – ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი, მეთოდისტი, აღმზრდელი და სხვა. მულტიდისციპლინური გუნდი შესაძლოა შეიქმნას როგორც დაწესებულების ფარგლებში, ასევე მუნიციპალიტეტის დონეზე;

კ) თემი – ერთ ტერიტორიაზე განსახლებულ იმგვარ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ.

თავი  II

დაწესებულების პერსონალის ზოგადი სტანდარტები და ღირებულებები, პროფესიული გარემო და მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მხარდაჭე