1.   პერსონალმა იცის:

ა) და იყენებს არაძალადობრივი მოპყრობისა და აღზრდის მეთოდებს;

ბ)  ბავშვის მიმართ ძალადობის შედეგებისა და პასუხისმგებლობის ფორმების თაობაზე;

გ) რომ თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს აღსაზრდელის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპით;

დ) და აცნობიერებს, თუ რა ფაქტორები ახდენს გავლენას აღსაზრდელზე, იქნება ეს ასაკობრივი, ინდივიდუალური, ოჯახური, საზოგადოებრივი თუ სხვა;

ე) როგორ შექმნას უსაფრთხო, მზრუნველი, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი, გუნდური გარემო;

ვ)  და იცავს აღსაზრდელის, მშობლების, კოლეგის უფლებებსა და მოვალეობებს.

2. პერსონალი ემპათიურია თითოეული ბავშვის, მისი ოჯახისა და თანამშრომლის მიმართ.

3. პერსონალი არის ჰუმანური და იჩენს ტოლერანტობას.

4. პერსონალი ქმნის თანაბარ შესაძლებლობას ყველა ჩართული მხარისთვის.

5. პერსონალი იცავს ეთიკის ნორმებს ბავშვებთან, ოჯახთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას.

6. პერსონალი პასუხისმგებლობით ეკიდება მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

7. პერსონალი უფლებამოსილების განხორციელებისას არის ორგანიზებული და თვითკრიტიკული.

8. პერსონალი გაწონასწორებული და ობიექტურია.

9. პერსონალის მთავარი ღირებულება თითოეული ბავშვის კეთილდღეობაა.

10. პერსონალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის აპოლიტიკური.

11. პერსონალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ნეიტრალურია ყოველგვარი რელიგიური შეხედულებებისადმ