1.დაწესებულებას საჭიროებისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეიძლება ჰყავდეს პერსონალი, რომელიც ჩამონათვალში არ არის. ასევე დაწესებულების საჭიროებებიდან დასაქმებულის დატვირთვის გათვალისწინებით, დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიძლება ერთი პირი ასრულებდეს რამდენიმე ფუნქციას, რაც აღნიშნული უნდა იყოს მასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში. ასევე თვითონ დირექტორს საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეთავსებული ჰქონდეს სხვა პერსონალის ფუნქციები დაწესებულების წესდების, ან შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. ამ შემთხვევაში დასაქმებული უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შესაბამისი ფუნქციის მიმართ დადგენილ სტანდარტს.
2. პერსონალმა იცის, როგორ შეაფასოს საკუთარი გამოცდილება, განაახლოს პროფესიული ცოდნა და გააუმჯობესოს პროფესიული საქმიანობა, ამ მიზნით :
ა) პერსონალს შეუძლია კრიტიკულად შეაფასოს საკუთარი სამუშაო გამოცდილება და იზრუნოს მის განვითარებაზე;
ბ) პერსონალმა იცის, როგორ გამოიყენოს პროფესიული განვითარების სხვადასხვა საშუალება და რესურსი პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განსავითარებლად.
ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული სტანდარ