1. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) „ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) „ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

გ) საქართველოს ორგანული კანონი " საქართველოს შრომის კოდექსი“;

დ) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის ( რეფერირების) პროცედურები;

ე) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები;

ვ) ფინანსური საქმისწარმოების პრინციპები.

2. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) დაწესებულების საჭიროებების განსაზღვრა;

ბ) დაწესებულების სტრატეგიული გეგმის შედგენა, განხორციელება და შეფასება;

გ) დაწესებულების ფილოსოფიის, მისიისა და მიზნების განსაზღვრა დაწესებულების სხვა პერსონალთან თანამშრომლობის გზით;

დ)პერსონალის გაძღოლა, მიმართულების მიცემა;

ე) დაწესებულების შიდა და გარე პოლიტიკის მართვა;

ვ) კომუნიკაცია ადვოკატირება, ფონდების მოძიება;

ზ)შესყიდვების დაგეგმვა;

თ) წლიური ბიუჯეტის შედგენა;

ი) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების ცოდნ