1. ამ დოკუმენტის მიზნებისთვის ერთი მიმართულებით მომუშავე დასაქმებულები პირობითად არის გაერთიანებული ერთ ჯგუფში და თითოეულ ჯგუფში მოცემულია ის გამოცდილება, ცოდნა და უნარები, რომელსაც უნდა ფლობდეს პერსონალი საკუთარი საქმიანობის წარმატებით განსახორციელებლად. დოკუმენტი ასევე ადგენს პერსონალის ღირებულებების, ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვის, პერსონალის პროფესიული გარემოს, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მხარდამჭერ სტანდარტებს.
2. სტანდარტის სტრუქტურა ასეთია:
ა) პერსონალის ღირებულებები, პროფესიული გარემო, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მხარდაჭერა;
ბ) ადმინისტრაციული მიმართულების პერსონალის პროფესიული სტანდარტი;
გ) საგანმანათლებლო მიმართულების პერსონალის პროფესიული სტანდარტი;
დ) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტი
ე) ტექნიკური პერსონალის პროფესიული სტანდარტ