1. წინამდებარე დოკუმენტი გამოცემულია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად. ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტის ( შემდგომში – სტანდარტი) დადგენის მიზანია იმ პროფესიული და პიროვნული უნარ- ჩვევების თავმოყრა, რომელიც მოეთხოვება პერსონალს და დაეხმარება ორიენტაციის აღებაში, თუ რა თეორიული ცოდნის შეძენა და პრაქტიკული უნარების განვითარება ესაჭიროება მას იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს სტანდარტის მოთხოვნები.
2. სტანდარტი ვრცელდება როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებზე, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის