ნაყარი ტვირთის კონტეინერი

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

ნიშნავს შესანახ სისტემას (ნებისმიერი შუასადებისა თუ საფარის ჩათვლით), რომელიც გათვალისწინებულია შესანახ სისტემასთან უშუალო კონტაქტში მყოფი მყარი ნივთიერებების გადასაზიდად. აღნიშნულში არ იგულისხმება ტარა, ნაყარი ტვირთის საშუალო ტვირთამწეობის კონტეინერები (IBCs), მსხვილგაბარიტიანი ტარა და ცისტერნები. ნაყარი ტვირთის კონტეინერს: ჭ.ა) გააჩნია მდგრადი ხასიათი და შესაბამისად საკმარისი სიმძლავრე მრავალჯერადი გამოყენების უზრუნველსაყოფად; ჭ.ბ) არის საგანგებოდ კონსტრუირებული ტვირთების შუალედური გადმოტვირთვის გარეშე ერთი ან რამდენიმე სახეობის სატრანსპორტო საშუალებით ტვირთების გადაზიდვის გაადვილების მიზნით; ჭ.გ) აღჭურვილია იმ მოწყობილობებით, რომლებიც უზრუნველყოფს მათი დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებს; ჭ.დ) გააჩნია არანაკლებ 1.0 მ3 მოცულობა.

სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 3

ყველა ტერმინი →