პლანერი

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

ძალური დანადგარის გარეშე მოძრავი ჰაერზე უფრო მძიმე სხ, რომლის ამწევი ძალა უძრავ ფრთებზე აეროდინამიკური რეაქციის წყალობით იქმნება; ჰ1 ) პლანერის საფრენოსნო დრო – პლანერის ჰაერში ყოფნის საერთო დრო (ბუქსირზე ან უი მისოდ), რომელიც იზომება მოძრაობის დაწყებიდან – აფრენისას, მის შეჩერებამდე – დაფრენისას; ჰ2 ) პროფესიული მომზადება – ავიასპეციალისტის მიერ იმ ცოდნისა და უნარის შეძენის, შენარჩუნებისა და სრულყოფის პროცესი, რომელიც მასზე კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილების განსახორციელებლად არის საჭირო; ჰ3 ) რთულრელიეფიანი რაიონი – ზღვის საშუალო დონიდან 3300 ფტ-ისა (1000 მ) და უფრო მეტი შემაღლების რელიეფიანი რაიონი; სხ რთულრელიეფიან რაიონში ითვლება, თუ მისი ფრენის ტრაექტორიის ვერტიკალური გეგმილი აღნიშნულ შემაღლებას კვეთს; ჰ4 ) სააერნაოსნო ინფორმაცია – აეროდრომის მახასიათებლებთან და ფიზიკურ მდგომარეობასთან, აეროდრომის რაიონში მანევრირების წესებთან, საჰაერო ტრასებთან და მის რადიოელექტროტექნიკურ აღჭურვილობასთან დაკავშირებული შეტყობინება; ჰ5 ) სააერნაოსნო ინფორმაციის კრებული – სახელმწიფოს სახელით გამოშვებული ან დამტკიცებული გამოცემა, რომელიც ამ სახელმწიფოს საჰაერო სივრცეში ფრენის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან გრძელვადიან სააერნაოსნო ინფორმაციას შეიცავს; ჰ6 ) სააეროდრომო ფრენის წრე (აფრენა-დაფრენის არეებში ფრენის სქემა) – აეროდრომის რაიონში დადგენილი მარშრუტი, რომელზეც (ან რომლის ნაწილზეც) სრულდება სიმაღლის აღება – აფრენისას, დაშვება – დასაფრენად შესვლისას, დაფრენის მოლოდინი (მოცდა) და აეროდრომის თავზე ფრენა; ჰ7 ) საავიაციო შემადგენლობა – სამოქალაქო ავიაციის მუშაკები, რომელთა საქმიანობა სამოქალაქო ავიაციის მეშვეობით განსახორციელებელი მიზნებისაკენ არის მიმართული; ჰ8 ) საავიაციო ხელისუფლება – პირი ან დაწესებულება, რომელსაც სახელმწიფომ სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის რეგულირების უფლებამოსილება მიანიჭა; ჰ9 ) საერთო დანიშნულების ავიაცია – სამოქალაქო ავიაცია, რომელიც კომერციულ გადაყვანა-გადაზიდვებსა და საავიაციო სამუშაოებს არ ასრულებს; ჰ10 ) სამედიცინო სერტიფიკატი – ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან ავიასპეციალისტის შესაბამისობის დამადასტურებელი საბუთი; ჰ11 ) საპილოტაჟო საწაფი – შემდეგი სამი სახეობის მოწყობილობიდან ნებისმიერი, რისი მეშვეობითაც ფრენის პირობების მიბაძვა ხდება ხმელეთზე: ჰ11

ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ · მუხლი 1

ყველა ტერმინი →