პორტატიული ელექტრონული მოწყობილობა (PED)

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

ნებისმიერი სახის ელექტრონული მოწყობილობა, რაც, როგორც წესი, არ შემოიფარგლება მხოლოდ სამომხმარებლო ელექტრონიკით, რომელიც სხ-ის ბორტზე შეტანილია ეკიპაჟის წევრების ან მგზავრების მიერ ან ტვირთის შემადგენელი ნაწილის სახით და არ წარმოადგენს სერტიფიცირებული სხ-ის კონფიგურაციის შემადგენელ ნაწილს. აღნიშნული მოიცავს ყველა მოწყობილობას, რომელიც მოიხმარს ელექტროენერგიას. ელექტროენერგია შესაძლებელია მიწოდებული იქნეს როგორც შიდა წყაროებით, როგორიცაა აკუმულატორი (დამუხტვადი ან ერთჯერადი მოხმარების ტიპის), ასევე მოწყობილობა შესაძლოა დაუკავშირდეს სხ-ზე არსებულ ელექტროენერგიის სპეციალურ წყაროს

საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნებისთვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →