პროექტის მთლიანი ღირებულება

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

პროექტის მთლიანი ღირებულების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს საინვესტიციო/კაპიტალური პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ყველა ხარჯი, როგორც აქტივის შექმნის, ასევე მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო აღჭურვის ხარჯები დაფინანსების წყაროს (სახელმწიფო ბიუჯეტი, დონორის დაფინანსება, სესხები და/ან ბენეფიციარის თანადაფინანსება) მიუხედავად. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების შემთხვევაში, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესით განსაზღვრული პროექტის ღირებულებას, ასევე შეიძლება დაემატოს სახელმწიფოს მიერ აღებული ყველა ვალდებულების (მათ შორის, პირობით ვალდებულებები) ღირებულება

სექტორი წელი · მუხლი 3

ყველა ტერმინი →