ახალი ან არსებული ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის დაფარვის პირობების შეცვლაზე არსებობს შეთანხმება კომერციულ ბანკსა და მსესხებელს შორის. მსესხებელი, რეფინანსირების მომენტისათვის სრულად უნდა აკმაყოფილებდეს პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის პირობებს და დაფარვის პირობების ცვლილება არ არის გამოწვეული მსესხებლის ფინანსური პრობლემებით ან ფინანსური მდგომარეობის გაუარესებით, რომელიც არ წარმოადგენს საკრედიტო რისკის კატეგორიის გაუარესების მაპროვოცირებელ ფაქტორს. ფინანსური ინსტრუმენტის რეფინანსირებული ფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიკაციიდან ამოღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირებიდან გასულია ერთ წელზე მეტი პერიოდი. ასეთი სახის რეფინანსირებას, მათ შორის, მიეკუთვნება: ვ.ა) კონკურენციის გამო საპროცენტო განაკვეთების შემცირება; ვ.ბ) საბრუნავი საშუალებების დაფინანსებისთვის გაცემული ფინანსური ინსტრუმენტის განახლება; ვ.გ) არსებული ფინანსური ინსტრუმენტების გაერთიანება; ვ.დ) გადაფარვა მსესხებლის დამატებით დაფინანსებისას, მათ შორის, როდესაც ხდება დავალიანების ზრდა ახალი პროექტების დაფინანსების მიზნით და სხვა.
რეფინანსირებული ფინანსური ინსტრუმენტი
2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში
ახალი ან არსებული ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის დაფარვის პირობების შეცვლაზე არსებობს შეთანხმება მიკრობანკსა და მსესხებელს შორის. მსესხებელი, რეფინანსირების მომენტისათვის სრულად უნდა აკმაყოფილებდეს პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის პირობებს და დაფარვის პირობების ცვლილება არ არის გამოწვეული მსესხებლის ფინანსური პრობლემებით ან ფინანსური მდგომარეობის გაუარესებით, რომელიც არ წარმოადგენს საკრედიტო რისკის კატეგორიის გაუარესების მაპროვოცირებელ ფაქტორს. ფინანსური ინსტრუმენტის რეფინანსირებული ფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიკაციიდან ამოღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირებიდან გასულია ერთ წელზე მეტი პერიოდი. ასეთი სახის რეფინანსირებას, მათ შორის, მიეკუთვნება: ვ.ა) კონკურენციის გამო საპროცენტო განაკვეთების შემცირება; ვ.ბ) საბრუნავი საშუალებების დაფინანსებისთვის გაცემული ფინანსური ინსტრუმენტის განახლება; ვ.გ) არსებული ფინანსური ინსტრუმენტების გაერთიანება; ვ.დ) გადაფარვა მსესხებლის დამატებით დაფინანსებისას, მათ შორის, როდესაც ხდება დავალიანების ზრდა ახალი პროექტების დაფინანსების მიზნით და სხვა.