პირი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი ან რეგისტრირებული მფლობელის წარმომადგენელი და რომელიც აკმაყოფილებს ნებისმიერ შემდეგ მოთხოვნას: თ.ა) არის ფასიანი ქაღალდის რეგისტრირებული მფლობელი, გარდა ნომინალური მფლობელისა; თ.ბ) წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ნებას რთავს ნომინალურ მფლობელს, იმოქმედოს მისი ინტერესებისათვის; თ.გ) იღებს ფულად მოგებას, როგორც ფასიანი ქაღალდის მესაკუთრე; თ.დ) აქვს ფასიან ქაღალდთან დაკავშირებული ხმის განკარგვის უფლება; თ.ე) აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება, გახდეს ფასიანი ქაღალდის რეგისტრირებული მესაკუთრე
რეგისტრირებული მესაკუთრე
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით