რესტრუქტურიზებული ფინანსური ინსტრუმენტი

2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

ახალი ან არსებული ფინანსური ინსტრუმენტი, რომლითაც განხორციელდა არსებული ფინანსური ინსტრუმენტის გადაფარვა ან დაფარვის პირობების ცვლილება, რაზეც არსებობს შეთანხმება კომერციულ ბანკსა და მსესხებელს შორის. აღნიშნული განპირობებულია მსესხებლის ფინანსური პრობლემებით. რესტრუქტურიზებულ ფინანსურ ინსტრუმენტს მიეკუთვნება ყველა ის ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეცვლილია ერთ-ერთი შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით: ე.ა) შენატანის შემცირების მიზნით საპროცენტო განაკვეთის შემცირება ან დარიცხული პროცენტების მიღების უფლებაზე უარის თქმა; ე.ბ) დარიცხული საპროცენტო შემოსავლების კაპიტალიზაცია; ე.გ) ძირითადი თანხის ან პროცენტის დაფარვა (მათ შორის, რეფინანსირება), რაც არ არის მსესხებლის მიერ გადახდის შედეგი, მათ შორის, ისეთი შემთხვევები, როდესაც მსესხებელმა დაფარა პროცენტები ან ძირითადი თანხა თავისი, სხვა ან ურთიერთდაკავშირებული ჯგუფის სხვა წევრების მიერ აღებული ფინანსური ინსტრუმენტებით; ე.დ) დაფარვის ვადის გაგრძელება; ე.ე) საშეღავათო პერიოდის დაწესება (გარდა სეზონური ტიპის ბიზნესის შემთხვევაში); ე.ვ) კომერციული ბანკის მიერ მსესხებლისათვის მინიჭებული ნებისმიერი სხვა უფლება ან პრივილეგია, რაც ნორმალურ პირობებში არ მოხდებოდა.

ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ახალი ან არსებული ფინანსური ინსტრუმენტი, რომლითაც განხორციელდა არსებული ფინანსური ინსტრუმენტის გადაფარვა ან დაფარვის პირობების ცვლილება, რაზეც არსებობს შეთანხმება მიკრობანკსა და მსესხებელს შორის. აღნიშნული განპირობებულია მსესხებლის ფინანსური პრობლემებით. რესტრუქტურიზებულ ფინანსურ ინსტრუმენტს მიეკუთვნება ყველა ის ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეცვლილია ერთ-ერთი შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით: ე.ა) შენატანის შემცირების მიზნით საპროცენტო განაკვეთის შემცირება ან დარიცხული პროცენტების მიღების უფლებაზე უარის თქმა; ე.ბ) დარიცხული საპროცენტო შემოსავლების კაპიტალიზაცია; ე.გ) ძირითადი თანხის ან პროცენტის დაფარვა (მათ შორის, რეფინანსირება), რაც არ არის მსესხებლის მიერ გადახდის შედეგი, მათ შორის, ისეთი შემთხვევები, როდესაც მსესხებელმა დაფარა პროცენტები ან ძირითადი თანხა თავისი, სხვა ან ურთიერთდაკავშირებული ჯგუფის სხვა წევრების მიერ აღებული ფინანსური ინსტრუმენტებით; ე.დ) დაფარვის ვადის გაგრძელება; ე.ე) საშეღავათო პერიოდის დაწესება (გარდა სეზონური ტიპის ბიზნესის შემთხვევაში); ე.ვ) მიკრობანკის მიერ მსესხებლისათვის მინიჭებული ნებისმიერი სხვა უფლება ან პრივილეგია, რაც ნორმალურ პირობებში არ მოხდებოდა.

მიკრობანკებისთვის ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ყველა ტერმინი →