რისკი

2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

მიზნებთან დაკავშირებული გაურკვევლობის ეფექტი; შენიშვნა 1: ეფექტი არის გადახრა მოსალოდნელისგან – პოზიტიური ან ნეგატიური; შენიშვნა 2: გაურკვევლობა არის მოვლენის, მისი შედეგების ან ხდომილების ალბათობის გაგებასთან ან ცოდნასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებობა; შენიშვნა 3: რისკი, როგორც წესი, განიმარტება როგორც პოტენციური „მოვლენები“ და „შედეგები“ ან მათი კომბინაცია; შენიშვნა 4: რისკი ხშირად გამოიხატება, როგორც მოვლენის შედეგების და მისი ხდომილების ალბათობის კომბინაცია; შენიშვნა 5: ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის კონტექსტში, ინფორმაციული უსაფრთხოების რისკი შესაძლოა გამოიხატოს როგორც გაურკვევლობით გამოწვეული ეფექტი ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნებზე; შენიშვნა 6: ინფორმაციული უსაფრთხოების რისკი უკავშირდება პოტენციურ შესაძლებლობას, რომ საფრთხეები ისარგებლებენ ინფორმაციული აქტივის ან ინფორმაციული აქტივების ჯგუფის სისუსტეებით და ამგვარად ზიანს მიაყენებენ ორგანიზაციას.

პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის დადგენის შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →