საავიაციო მოვლენა

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

საავიაციო შემთხვევა, სერიოზული ინციდენტი ან ინციდენტი, აგრეთვე, საჰაერო ხომალდის და/ან მისი სისტემის გაუმართაობა, სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული სისტემების და ტექნიკური საშუალებების მტყუნება ან სხვა სახის უჩვეულო ვითარება, რომელმაც ზემოქმედება მოახდინა ან რომელსაც შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა ფრენის უსაფრთხოებაზე. შენიშვნა: შეტყობინების გაიოლების მიზნით და ამ წესის მიზნებისთვის საავიაციო მოვლენა ასევე მოიცავს უშიშროებასთან დაკავშირებულ მოვლენებს.

საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →