მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვა, რომელიც მიიღწევა ღონისძიებათა კომპლექსით, ადამიანური და მატერიალური რესურსების ერთობლიობით; ჰ8) საავიაციო უშიშროების კულტურა – საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ნორმების, ღირებულებების, მიდგომების, შეხედულებების ერთობლიობა, რომლებიც თან ახლავს ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას და აისახება ორგანიზაციის ყველა სუბიექტისა და პერსონალის მოქმედებასა და ქცევაში; ჰ9) საავიაციო უშიშროების საკონტროლო გამშვები პუნქტი – კონტროლირებად ტერიტორიაზე, მათ შორის, შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში სპეციალურად აღჭურვილი შესასვლელი, რომლის მეშვეობითაც წარმოებს ფიზიკური პირების და/ან ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების კონტროლი და/ან შემოწმება; ჰ10) საავიაციო უშიშროების სისტემის გამოცდის სატესტო ობიექტი - იმიტირებული იარაღი ან იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება საავიაციო უშიშროების სისტემის გამოცდის განხორციელების დროს; ჰ11) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობა – სპეციალური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება დამოუკიდებლად ან სისტემის შემადგენლობაში, მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით; ჰ12) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობის სატესტო ობიექტი – კონკრეტული ტექნიკური მოწყობილობისათვის განკუთვნილი, დადგენილი სტანდარტის ობიექტი, რომლის მეშვეობით ხორციელდება ტექნიკური მოწყობილობის სისტემატური შემოწმება, ტექნიკური გამართულობის დადგენის მიზნით; ჰ13) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა – საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელი ზომების, მათ შორის, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღებისა და მომზადების, პერსონალის საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების, გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედებების, საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებების, ავიასაწარმოს რისკის შეფასების მეთოდოლოგიის ამსახველი წერილობითი დოკუმენტი. პროგრამა ექვემდებარება გადახედვას და განახლებას, საკანონმდებლო და/ან კანონქვემდებარე აქტებში მოთხოვნების ცვლილებებისა და ავიასაწარმოს მიერ ახალი პროცედურების დანერგვის შესაბამისად
საავიაციო უშიშროება
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით